ერთხელ იცხოვრო და ისიც ასე შემოღობილმა?
შენივე ნების უკმარისობით.
როგორ არ მინდა ასე.
როგორ არ მინდა ასე.
სხვაგვარად მინდა -
როგორც ელვა
მკვეთრად,
თუნდაც ხანმოკლედ,
მაგრამ ცხადად, თამამად,
(როგორც ელვა)
- აუცილებლად.
მე მინდა სხვაგვარად
როგორც ზღვა
სავსედ.
თუნდაც საშიშად
მაგრამ სიღრმეთა მოცვით
(როგორც ზღვა)
-მთლიანად.
უფრო ახლოს ვიდრე თქვენ
და უფრო შორსაც
მე მინდა სხვაგვარად
როგორც ცა - ვრცლად
ნათლად,
და ამ სივრცესავით მართლად,
-ძლიერად.
უფრო მეტად,
და უფრო ზღვარზე.
მე მინდა მხოლოდ ასე.
No comments:
Post a Comment